weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 42 ადამიანი გარდაიცვალა

10:56 ხუთშაბათი, 03 თებერვალი 2022

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 77 584 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 30.05%-ია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევიდან 11 543 შემთხვევა თბილისშია, ხოლო რეგიონებში ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 3413

აჭარა – 2334

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1554

ქვემო ქართლი – 1296

შიდა ქართლი – 1115

კახეთი – 851

გურია – 537

მცხეთა-მთიანეთი – 472

სამცხე-ჯავახეთი – 462

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 87

ბოლო 24 საათში 8326 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა. დღეს კოვიდ-ინფიცირების 196 589 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 188 897 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 5723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1139 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 პირი;
  • 1969 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.

 საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 250 108 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსისგან 1 038 391 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 102 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]